ჩანაწერი
Laravel
გარდაცვლილ დედას
(როცა დასრულდა ათწლიანი უსინათლობა)
დედი, მნათობის კართან მიხვედი,
შეხსენ სამყაროს გრძედი, განედი,
შემოითენე ქორფა სინედლით,
მარცვალ-ხალასი სიკამკამეთი...
ყურში ჩამესმის შენი ხმა, თბილი,
ტანჯული, მაინც ცამდე კეთილი..
დედა -ბერმუხა, ტოტებ-ათლილი,
ათი წლით ბნელში გამოკეტილი...
როგორ დაეხსენ, მე ვიცი ერთმა,
ბოროტ ლაბირინთს განსაცდელების,
ამაოებამ, ჟამით ნათეთქვმა,
ვერ დაგისვარა თეთრი ხელები....
მსხვერპლ-წართმეული ეშმა ღრიალებს,
ნირ-წახდენილი შურით ღრიჭინებს...
შენ კი…დაუსხლტი მსახვრალ-ტიალებს,
გადარჩი, მადლი შემოირჩინე!
დასრულდა ბნელი, მზემ გადაფერა...
უცქერ სამოთხის ბაღებს ხილიანს...
მიდი, მომართე ფრთები საფრენად,
ახლა ოთხივე გზაი ხსნილია!
26. 04. 2019 წ.
დედი, მნათობის კართან მიხვედი,
შეხსენ სამყაროს გრძედი, განედი,
შემოითენე ქორფა სინედლით,
მარცვალ-ხალასი სიკამკამეთი...
ყურში ჩამესმის შენი ხმა, თბილი,
ტანჯული, მაინც ცამდე კეთილი..
დედა -ბერმუხა, ტოტებ-ათლილი,
ათი წლით ბნელში გამოკეტილი...
როგორ დაეხსენ, მე ვიცი ერთმა,
ბოროტ ლაბირინთს განსაცდელების,
ამაოებამ, ჟამით ნათეთქვმა,
ვერ დაგისვარა თეთრი ხელები....
მსხვერპლ-წართმეული ეშმა ღრიალებს,
ნირ-წახდენილი შურით ღრიჭინებს...
შენ კი…დაუსხლტი მსახვრალ-ტიალებს,
გადარჩი, მადლი შემოირჩინე!
დასრულდა ბნელი, მზემ გადაფერა...
უცქერ სამოთხის ბაღებს ხილიანს...
მიდი, მომართე ფრთები საფრენად,
ახლა ოთხივე გზაი ხსნილია!
26. 04. 2019 წ.
Laravel
კომენტარი
0