შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სიჩუმე დედის საწოლთან

ტკივილებსა და ტკივილებს შორის
დედას იმგვარად მიეძინა,
როგორც უმწეო , უფრთო ბეღურას...
არადა... გარეთ მარტის დილაა...
გარეთ მგალობლებს გააქვთ ჟივჟივი...
და მეშინია, ამ ხმაურზე
დაღლილ დედაჩემს არ გაეღვიძოს...
ბევრი წელია,
ასე აღარ დაუძინია...
სუნთქავს თანაბრად
და სიმშვიდე უნათებს სახეს....
( 6. 03. 2019 წ.)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →