ჩანაწერი
Laravel
სულიერ საფეხურებზე
ჩასაწყობი ჩაალაგა,
არეული მიალაგა,
სოფლის თამაშს მიეძალა...
სიამაყით იამაგა...
მძიმე სნეულს მოუარა,
მოძმეს საქმე მოუგვარა,
ბოროტს პირში შეეძრახა,
შეშლილს გვერდი აუარა...
აურაცხელ სამეგობროს
სუფრა-სეფა გაუშალა...
მშიერს ვალი აპატია,
გაჭირვებულს დაეხმარა...
ხოდა, ამგვარ ფაცი-ფუცში
სამდურავის ოფლი ღვარა...
როცა დარჩა თავის თავთან,
მიხვდა, რითიც დაიღალა!
არ იცხოვრა სიყვარულით,
გული ჰქონდა მინავლული...
რუხი ჩოხით, მუხლის ჩოქვით
იღველფება სინანული...
არეული მიალაგა,
სოფლის თამაშს მიეძალა...
სიამაყით იამაგა...
მძიმე სნეულს მოუარა,
მოძმეს საქმე მოუგვარა,
ბოროტს პირში შეეძრახა,
შეშლილს გვერდი აუარა...
აურაცხელ სამეგობროს
სუფრა-სეფა გაუშალა...
მშიერს ვალი აპატია,
გაჭირვებულს დაეხმარა...
ხოდა, ამგვარ ფაცი-ფუცში
სამდურავის ოფლი ღვარა...
როცა დარჩა თავის თავთან,
მიხვდა, რითიც დაიღალა!
არ იცხოვრა სიყვარულით,
გული ჰქონდა მინავლული...
რუხი ჩოხით, მუხლის ჩოქვით
იღველფება სინანული...
Laravel
კომენტარი
0