შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ძნელი დღისთვის

ვინ გაპატიებს სიხარულს,
ან აღტაცებას იისფერს:
შურით საპყარი, წყეული
გესლს ჩაგაწვეთებს ტყვიისფერს,

რომ ეგ ხალასი ფერები
სიბნელით გადაიფაროს
და ოცნებათა კვირტებმა
ვარდები არ გაიშალოს!
იქ, სადაც ჩასახლებულა
უსულგულობის სამყარო,
ფრთებს დაგიფლეთავს ურწმუნო,
თავი რომ მიწას ახალო!
არ უღალატო შენს რწმენას,
თუნდ ბოლო წუთებს ითვლიდე!
,,ღორს ნუ მიუყრი მარგალიტს“!
,,ძაღლს ნუ მიუგდებ სიწმინდეს!“
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →