შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პურის რიგში გაიჭყლიტა მუზა

არაფერზე მე არ ვჩივი,
მარტო ვამბობ, რაც არი:
ნაკვერჩხალი აღარ ღვივის,
მომეძალა ნაცარი.

მწველი მუზა მექცა პეპლად,
მიფარფატებს, მიფრინავს.
აღტაცება ჩამეფერფლა,
ჟამი აღარ ითმინა.
გზაა ბნელი, ნარ-ეკლების,
უგულო და უპირო.
ვიცი, მაინც არ ეგების
შეცვლა რომ დაუპირო.

დავთმობ ტაძარს, უგრძნეულეს
სიზმრებით და ბოდვებით,
და შენამდე უსხეულო
მოვალ ჩემი ცოდვებით.
1991 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →