შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წუთისოფლის ერთი წუთი

ერთი წუთის ისტორია
ტომეულებს ეყოფოდა შესავსებად:
სად ... ისმება სადღეგრძელო მხიარული
ნეფე-ქალის სილამაზის შესაქებად;

სად... სიცოცხლე იბადება
დედის გულის ნეტარებად;
სად... უძლური მოკვდა ისე,
ვერ მოასწრო საბოლოო შეძახება…

სადღაც ტყვია იტენება,
სისხლიანი ბრძოლისათვის გამიზნული,
ძმა უმზადებს ძმას სამარეს,
ფიცის ფასი არის ნული…

სად სინათლე ულევია,
მაგრამ , მაინც დაეძებენ მეტ სინათლეს,
სად სინდისი იყიდება
და გაყიდულს ,,ერთგულება“ დაანათლეს…

სადღაც კივის მიკიოტი
და დევნილი პირქუშ ტყეებს ეფარება…
სად მსუქანი ჯიბის მქონე -
სხვის დაკემსილ ათას ჯიბეს ეტანება....

სადღაც სარკე გაიწმინდა,
საუკუნის მტვერნაყარი, დაბინდული
და გამოჩნდა , რაოდენი ტკივილია
ამ ცხოვრების ლაბირინთში გარინდული…

სადღაც რეკავს მაღვიძარა -
მოსახდენი განსაცდელის შეხსენებად...
და ჩათვლემილ ჟამთამწერელს
ერთი წუთი - საუკუნედ ეჩვენება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →