შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დაფიონი (9 აპრილის ხსოვნას)

აღმოსავლეთით, ჰორიზონტთან,
ხალხის ზღვა ღელავს,
დაფიონს ელის
იმედით და სულისკვეთებით…
ხოლო სიყალბე
ლაფიანი ფეხებით თელავს
ტანჯვით ნაშენებს,
შეწყნარებულს თვითონ ღმერთების.
სიტყვის დროშები
გვჭირდება რაში!
ანდა, მედლები
გვჭირდება რაში!
ან რისთვის გვინდა
ფოლადი ხმაში,
ან დაპირება
რისთვის გვჭირდება,
თუ გზნება იგი,
თუ ფიქრი იგი
სიკეთისათვის არ გაბრწყინდება?!
მე რაც მასულდგმულებს,
ეს არის რწმენა,
რწმენა, იმედი და შთაგონება!
ყურში ჩამჩურჩულებს
მოძღვარი ცხოვრებისა:
`_ ადექი, ჯარისკაცო,
ბრძოლები გელოდება!“
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →