შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შეგონება

თუ დაგკბინა წყეულმა
ჩაძინებულს, უეცრად,
გული არ გაიხეთქო,
არც ყვირილი ატეხო,

არ შეშინდე, გაგივლის,
ერთი კბენა კარგია,
გამოგიმუშავდება
შხამსაწინააღმდეგო!

შორსმჭვრეტელი თვალები
მტერს ადვილად შენიშნავს,
ისევ შენი ბრალია
ჩემო კარგო, სონია!

ჰო, რას იზამ, ასეა,
ოღრო-ჩოღრო მიწაზე,
თვალდახუჭულს ქვეყანა
ედემ-ბაღი ჰგონია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →