შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

საქართველო - გიორგია

ვისთვის ვრცელი მამულია,
ვისთვის - ერთი გოჯია,
ჩვენთვის წმინდა გიორგია,
უცხოთათვის - ჯორჯია.

რა ენა გვაქვს საოცარი ,
რა მარტივი, რა რთული,
სავსე ღვთიურ გამოცანით,
სულიწმინდით ქართულით!

მოწამეთას სასწაული
მეწამული ფერია:
წყალწითელას წითელ მელნით
`აი - ია“ წერია.

წინაპართა მადლი მოგვდგამს,
ჟამიც გვაძლევს არჩევანს,
დროა, შეძლოს ჩვენმა მოდგმამ
მტრის და მოყვრის გარჩევა!

ვაზის ჯვარი დაგვიფარავს
რწმენით ნასულდგმულები,
დავახვედროთ უფლის კარავს
დაწმენდილი გულები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →