შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენი სახელი

რაც კი ჩემს ბაგეს
სახელები უხსენებია,
შენი სახელი უკარგესია!
განგებამ მიძღვნა შენი თავი
და იმავ თავით
ბრძანა მესიამ:
შენს ცაზე ენთოს,
შეუცნობი შუქი გფინოსო,
ხან ქარაშოტი, ხან ხანძარი
გაგიჩინოსო,
სულ ნაკვერჩახალა
ლექს-ფიქრები გაწერინოსო,
აგაფრთიანოს და ღრუბლებში
აგაფრინოსო!
… და ვმოგზაურობ
უნაპირო სივრცეებს შუა.
გადამავიწყდა
მიწიერი სამყაროც თუა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →