შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნუ მარწმუნებ

ნუ მარწმუნებ,
თითქოს ვიყო დაუჭკნობი
და სიბერე მეახლება გვიან,
ყველაფერი,
ყველაფერი გვიანდება
და წარსული ქარს ზეცაში მიაქვს.
იქაც მხოლოდ
მზის რაშები მოუღლელნი -
პიროუსი, ეოუსი, ეთონ
და ფლეგონი ვარსკვლავთ
ცეცხლით აჯერებენ,
რომ ეთერში ღამეები ტეხონ.
ნუ მარწმუნებ,
რომ შენს იქით გზა აღარ მაქვს,
ვით შებოჭავ არტახებით ნიავს,
ლექსი არის ჩემი დიდი სიყვარული,
რასაც მართლა
სიყვარული ჰქვია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →