შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ახლობელი-შორეული

რატომ ხარ ასე
შორეული-ახლობელი,
ანდა ასეთი
ახლობელი-შორეული.
შენზე ფიქრები-
გრძნობა არის ახლებური,
ფხიზელ გონებას
სიზმარივით მორეული.
ნეტავი იყო
ახლობელი, ახლობელი,
ანდა, საერთოდ,
შორეული, შორეული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →