ჩანაწერი
Laravel
მოცარტის სონატა
კარი ღიაა, ჭრიალებს,
არ გამოიკეტეს, ვიცი მე!
ოთახში სათვალიანი ჯაშუშივით
შემოიპარა სიცივე.
ქოთნის პატარა ბეგონიას
აუკანკალდა ფოთლები,
უცებ… თავახდილ პიანინოს
გადაეშალა ნოტები.
შემოპარულმა ნიავმა
მოცარტის სონატა ააჟღერა.
ოთახი ჰანგებით გაივსო,
მესმის საკუთარი გულის ძგერა.
კარი ღიაა, ხმაურობს,
თავი შემახსენა ჭრიალით.
რა დიდ აღტაცებას დავკარგავდი,
რომ არ შემოეშვათ ნიავი!
არ გამოიკეტეს, ვიცი მე!
ოთახში სათვალიანი ჯაშუშივით
შემოიპარა სიცივე.
ქოთნის პატარა ბეგონიას
აუკანკალდა ფოთლები,
უცებ… თავახდილ პიანინოს
გადაეშალა ნოტები.
შემოპარულმა ნიავმა
მოცარტის სონატა ააჟღერა.
ოთახი ჰანგებით გაივსო,
მესმის საკუთარი გულის ძგერა.
კარი ღიაა, ხმაურობს,
თავი შემახსენა ჭრიალით.
რა დიდ აღტაცებას დავკარგავდი,
რომ არ შემოეშვათ ნიავი!
Laravel
კომენტარი
0