შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მფარველ ანგელოზს

ისევ შენებური
სიბრძნით დამარიგე,
შუქი მომაფინე,
ლოცვად გამარინდე...
ისევ მომაფარე
შენი თეთრი რიდე,
შენი სიახლოვით
ბოროტს ამარიდე,
თორემ უშენობა
ნიშნავს უმწეობას!
სევდით დაბნელებას,
სულის უმზეობას!
ლამის ჩავიჩოქე,
ხელი შემაშველე!
ისევ მადლიანი
ფერით შემამშვენე...
ისევ უპატრონე
ამ გულს, ამ მდელოსო,
უფლით მოვლენილო,
ჩემო ანგელოსო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →