შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შენი თმების ალუზია

ტროტუარს ემჩნევი ფეხსაცმლის ლანჩებად
ხეები შენს სურნელს მალავენ კვირტებში
დღეს ისევ გადაჰყვა ნერვები ამინდებს
აზრები საფეთქლებს უტევენ რიტმებში.
რიჟრაჟზე საწოლში დაწყებულ შენს ძებნას
მკლავები ჩვეულად წაგებით ამთავრებს,
შეიკის რვა ნომერ სუნამოს არომატს
ცხვირში ვგრძნობ,ძილს მიფრთხობს,მძინარე ნამთვრალებს.
ვიღვიძებ ვირეცხავ მკრეხელურ ზმანებას
წყალს ვატან წუხანდელ ჩვენ შორის ნაჩმახარს
და მერე სახეზე ნიღბიან კლოუნის
ღიმილით მივყვები ქვაფენილს ნათხარს და...
ტროტუარს ემჩნევი ფეხსაცმლის ლანჩებად
მილიონ სახეში შენს სახეს ვაცეცებ
შორს სადღაც გამკრთალი ოქროსფერ დალალი
მიხშირებს სუნთქვას და მოლოდინს ვაფეთებ.
მეასედ ჯვარცმული იმედის მისხალი
მეასედ ჩამოვხსენ მე ამ წამს ჯვარიდან
და უკვე რამდენჯერ დადებულ პირობას
ისევ ვდებ, "არავის მოვძებნი ხვალიდან".
ეს ახლა როდესაც ჯერ კიდევ აქახარ
როდესაც ვიცი რომ გვიანი არარის
ოღონდაც დამირჩი,ჩემს ახლოს შემორჩი
იმედი მიცოცხლე,ოქროსფერ დალალის.

ლევან კეკენაძე 23/04/19 03:29
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →