შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მოხუცის ფიქრები

სიყმაწვილიდან მოხუცობამდე
სავალი, კარგო, არც თუ ბევრია
გუშინ მშვენიერ ქერა გოგონას
დღეს ჭაღარები გამომერია.

გუშინ მაქებდნენ, მიქებდნენ თვალებს,
ფორას ვაძლევდი ტოლ-ამხანაგებს,
დღეს დამრჩა მხოლოდ ძველი დიდება
და წარსულ დღეთა გამოტირება.

ცხოვრება გზაა მრუდი და ბილწი,
შრომობ, ფორჯილობ, კაცურად იღვწი,
ან მრუშობ, ანგრევ, ანადგურებ სხვას,
ცუდად ეხები სხვების სავალ გზას.

როცა შენი გზა წმინდად გალიე,
ვაჟკაცის ხელი სიკვდილს დარიე,
მაშინ ცხოვრებაც ისე განვლე რომ,
რომ სადღეგრძელო შენი დალიეს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →