შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გერგეტი

მორბის თერგი და მორბის არაგვი,
ორთავ ცოცხალი, ორთავ მჩქეფარე,
როცა ვიხილე თვალი შევავლე,
ძლიერ მეამა და გავიხარე.

გერგეტი ძალის გამოღვიძება,
მიწას ნაშენი სულის კედლები,
ტაძრად ნათქვამი საგალობელი,
განცვიფრებული მთებს ვეფერები.

მთები როგორი! ცას აწეული,
თეთრი, მდუმარე თან მრავლისმთქელი,
ქართველი კაცის ბუნების მსგავსად,
ხისტი, ცივი და თან მჩქეფარე.

ეს ყველაფერი საქართველოა,
დიდი მშვენების მცირე ნაწილი,
არ დაილევა ჩვენს სამშობლოში,
მრავალჟამიერ შემოძახილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →