შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თეთრი ფურცელი

მომჩერებიხარ, თეთრო ფურცელო,
თეთრი თვალებით და თეთრი თმებით,
შენ არ იცვლები, შენ ხარ უცვლელი,
მე ვილევი და ნელნელა ვქრები.

ვერც დაგამჩნიე დიდი წუხილი,
ვერც დაგამჩნიე ვაება ვრცელი,
მე ძლეული ვარ, მე ძლეული ვარ,
შენ ხარ უტეხი და უძლეველი.

რომელი წუთის, რომელი წამის
დაგასვა დაღი ელვისნაირი,
რომ სამუდამოდ დარჩეს თვალებში
შუქი, რომელიც ახლა ჩაივლის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →