შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის ფერად ...

შემოდგომის ფერად სევდას
უმოწყალოდ წეწდა ქარი,
ზეცას ზამთრის ფერი ედვა,
რეკდა ქაშუეთის ზარი...
გაძარცვული წუხდა ბაღი,
მე ჯვრიანი მხარი მტეხდა,
ქარს წაეღო წლები ლაღი,
მწუხრის მძიმე ზარი რეკდა...
ცათა ვრცელი სამზერიდან
ჭეშმარიტად ჭვრეტდა ღმერთი,
დაცლილიყო გამზირი და
ბუბუნებდა ქაშუეთი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →