ჩანაწერი
Laravel
ნოემბერი
ნოემბერს მეტი გსაქანი მისცეს წვიმებმა
ახლა კი ქარიც აჰყოლია მოდურ ამინდებს
ფოთლებმა ტოტი მიატოვეს როგორც შვილებმა
მიატოვეს და მარტოობის ძილით გარინდეს
და ეს ის დროა, რასაც ყველა ნატრობს პოეტი
ამღვრეულ გულით უყურებენ ამინდს არეულს
თვითონ ბუნება აზელილი ფერთა მოლბერტი
დაგისაკუთრებს გაწერინებს ლექსებს ღამეულს
და ღამეს მოაქვს ჩვეულებრივ ათასი ფიქრი
ასე რომ მექნა, ის რომ მეთქვა, მაშინ რომ, მაგრამ,...
შემოდგომაა, ნოემბერი და უკვე ვიცი
სადღაც ერთ თვეში დეკემბერი დაიწყებს ბარდნას.

კომენტარი
1