შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პოეტი და პოეზია

ლელა გაბური 7 წლის წინ
დაშრა თვალები...
სავანე კი აქვეა, ახლოს,
ხელმოცარული მებადური ნაპირს ვერ გავცდი.
მინდა, გაჩვენოთ ოქროს თევზი ფსკერზე რომ სახლობს

და ოკეანის ამოხაპვა მიხდება საცრით.
აწყდება ნაპირს აქოჩრილი ტალღების რემა,
ჰა, დამსხვრეული, დალეწილი ფრთები _ ურჩები...
მე დავბრუნდები, ირონია როცა დაცხრება,

მე დავბრუნდები...
თუ ამ ტალღებს გადავურჩები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →