შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უნდა მოვიხსნა ტვირთი

სიმშვიდეს შემოვეხიზნე
ცხვირსაც არა ვყოფ გარეთ,
დილით მზეს ვეალერსები
ღამე ვმეგორბობ მთვარეს.
ახლად დანისლულ მიწაზე
ფერმკრთალ სილუეტს ვხატავ,
მფრინავ ანგელოზს ვამგვანებ
მფრინავს ღვთისმშობლის ხატთან.
წამწამზე წამი მადნება
როგორც ფიფქები თოვლის,
ღამე დღესავით ნათელი
ცაზე ვარსკვლავთა ხომლი.
აზრებს ვალაგებ უჩუმრად
განგებ დროს ნუ მითვლი,
ვარსკვლავებს უნდა გავანდო
უნდა მოვიხსნა ტვირთი.
უნდა ვუამბო ალალად
ამ ქვეყნად რაც კი მწამდა,
იქნებ მექცეს მეგზურად
ჭეშმარიტების კართან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →