შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სამყარო

ესა ვარ ბებო, რაცა ვარ,
გალეწილი ვარ კალოზე,
ხან მზემ მაცხუნა თაკარამ
ხან ქარი მწეწდა სამოსელს.
კეთილიც ვნახე, ბოროტიც,
ავი თვალისა ცემაცა
მაინც დამგესლა თუმცაღა
არც არაფერი მემართა.
სიტკბოც ვიგემე, ლამაზი
ოცნებები თავს მეყარა,
მთელი არსებით ვინდომე
სიკეთის ნერგს რომ ეხარა.
ღრუბლებშიც ბერვი ვიფრინე,
აღმართსო მოსდევს დაღმართი,
სულ ცოტა შემოგეშველე
ბებო სამყაროს აღქმაში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →