შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დრო გავა და..

დრო გავა და
ზოგი დარდი
ქარს და ნიავს გაჰყვება,
ზოგიც კიდე
ისეთია
სამარეში ჩაგყვება.
სული შვებას
ვერა ჰპოვებს
თუნდ სამოთხის მკვდარია,
სევდა უსასრულობიდან
სამარემდე ჰკიდია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →