შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

იყავ კომეტა

შენ ხარ კომეტა, ეხეთქები
ხშირად მომენტებს,
მერე მყისიერ ეწაფები
თურმე სონეტებს.
შენა ხარ შვილი ამ პატარა
ქვეყნის და მიწის,
გახსოვდეს, მიწა მოღალატის ფეხქვეშ რომ იწვის.
არ შეელეწო სიცოცხლის და
სიწმინდის კედლებს,
გზა გაუკვალე სიყვარულს,
სიკეთის მთესველს,
მეტეორისგან დედამიწას ღმერთი იფარავს,
ნახე, წიწილებს კრუხი
როგორ გადაეფარა.
შენც დაიფიქრე, დაიცავი
მცირე სანახი,
შენს ნაკვალევზეც ბიბინებს მწვანე ბალახი.


ყველას თავისი დაჰყოლია
შნო და უნარი,
კომეტა იყავ ღირსეული,
გაუხუნარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →