შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იას ტკივილი გავანდე...

იას ტკივილი გავანდე
ტირიფმა გაიზიარა,
ვარდმა სურნელი მაფრქვია
ეკალმა დამაზიანა.
ვინ ვინ არისო? შეცნობამ
მიზანთან დამაგვიანა,
აცდენილაო მიზანსო
ვინც სულ შარაზე იარა.
ჰოდა, მეც ავყევ აღმართებს,
ხანაც მივდიე ბილიკსა,
მაინც წინ გადამეღობა
გამქირდა, გამაქილიკა.
დამგესლა, დამაბულინგა,
ვერ მოვიმართე ხელია,
ვერ შევიცანი, ყოფილა
"სხვის საქმეში რომ ბრძენია".
რამდენი უნდა გავიცნო,
ეკალსაც ვუსმენ, კუნელსაც...
ისეთი რამე ვისმინე
რომ ვერ ვუჯერებ ყურებსა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →