შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გგონია ცინცხალ იშვა..

გგონია ცინცხალ იშვა,
ცას მიგიწვდება ხელი,
დაფიქრდი,
აწონ-დაწონე,
თურმე ყოფილა ძველი.
ყველა ახლის თქმას ცდილობს,
ხატოვანებაც შველის,
ვერ აცდენია მაინც
განმეორებას ძველის.
არ დაილევა ქვეყნად
ენამახვილი, ბრძენი,
ნუ ფორიაქობ,
გულით
გეწერებოდა წრფელით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →