შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენ სიყვარული გამიუკვდავე

არ გაგაკარებ დარდს და კაეშანს,
სინანულისთვის ვერ გაგიმეტებ,
ჩემი მშფოთვარე სულის სანაცვლოდ
შენ სიყვარული გამოიმეტე.
შენ გამიხსენი გულის კარები,
ზამთარი როგორ გამიზაფხულე,
მის მერე შენი სურნელი დამკრავს
და მეც შენსავით ჩიტებს ვაპურებ.
შენ სიყვარული გამიუკვდავე,
სისხლს შეერია მჩქეფარეს, მყინავს,
ჩვენში რომ ბუდობს სითბო ულევი,
დაუდნობარსაც დაადნობს მყინვარს.
მივყვებით ერთად ცათა ბილიკებს
ხან მზე გვაცხუნებს, ხან ღრუბლებს ვფერთხავთ,
მერე ვეშვებით ისევ მიწაზე,
მართალი ვიყოთ კაცთან და ღმერთთან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →