შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შოთა ნიშნიანიძე _ გალაკტიონ ტაბიძეს

ალფა 5 წლის წინ
ლეგენდა

სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა,როგორ დავბადოთ
კაცი, ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ,ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?!
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი,
დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი...
წითელმა--ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს,მაგრამ უღარიბესიც...
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე.
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში."

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე,იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.
შოთა ნიშნიანიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →