შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მახსოვს.

ლაზარეთი 4 წლის წინ
ელანდებოდა ფეხის ხმა კიბეს,

განშორებისთვის მოვედი ახლოს,

შენც გადაურჩი ვნებების წვიმებს,

გფიქრობ, გივიწყებ და კიდევ მახსოვს...


და კიდევ მახსოვს შენი თვალების

გაზაფხულივით ნათელი სფერო,

მე არ დავღლილვარ და არც დავცლილვარ,

უბრალოდ მინდა რომ დავისვენო.


ელანდებოდა მზის შუქი მთვარეს,

და ეს ფანჯარა თარგმნიდა წვიმას,

ახლოვდებოდა სიცივე ზამთრის,

რომელსაც ახლა სიზმრებშიც სძინავს.


ელანდებოდა ფეხის ხმა კიბეს,

განშორებისთვის მოვედი ახლოს,

შენც გადაურჩი ვნებების წვიმებს,

და კიდევ, კიდევ ბევრი რამ მახსოვს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →