შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე შენს ქუჩაზე-ოთარ რამიშვილი/Me shens quchaze-Otar Ramishvili

მე შენს ქუჩაზე ავიდგი ფეხი,
აკვანი შენმა სიომ მირწია.
თავს მირჩევნიხარ,არ ვიტყვი კვეხნით,
თბილისი ჩემი დასაფიცია.
თბილისი ჩემი სიხარულია,
ოცნება ჩემი, იმედი ჩემი,
ათასხუთასი წელი უვლია,
ყველა ნაბიჯი ამკობს და შვენის.
თბილისო,თბილისო, მშობელო დედავ,
ეს გული ტირისო,როცა ვერ გხედავს.

ქალაქელი ვარ,ვფიცავარ თბილისს,
მტკვრის და მთაწმინდის შუქით ნაჟური.
მე გულს მიხარებს რიჟრაჟი დილის,
ყივილი სისხლის , მამაპაპური.
მომენატრება, ჩავყვები გამზირს,
თვალს გადავავლებ ხალხის დინებას,
ჩემი თბილისი წამწამზე მაზის,
ვნახავ და მშვიდად დამეძინება.
თბილისო, თბილისო, მშობელო დედავ,
ეს გული ტირისო, როცა ვერ გხედავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →