შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ზამთრის განტევება

ფანჯრიდან ვუმზერ ამინდს ამღვრეულს,
თებერვლის ნაცარს გარეთ მოფენილს,
დამესიზმრება ცრემლით დანგრეულს,
და დავიხსომებ ნატვრას გაფრენილს.

შინ თბილად მღერის ეს გული ნანას,
ეზოში ზამთრის განტევებაა,
დარაჯი ელის გაზაფხულს მარადს,
უსხივო სივრცის დატყვევებაა.

ამ გარიჟრაჟის ლოდინში ისევ,
დაიბადება ნათლით სიცოცხლე,
და კიდევ ერთხელ, მოვესწრო იქნებ,
თუ მივაღწიე მისით ვიცოცხლებ.


18 თებერვალი, 2022 წელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →