შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თებერვალი

გაფანტულ მინდორს თოვლი დაფარავს, სულ ატალახდა, ქუჩა არია,
რამდენ ხანს გელით, არ მოდიოდი, ამ თებერვალში რამ გადაგრია ?!
მწარედ დამარტყი, არ მჭირდებოდი, ხსნად არ მეცხადე, არა მარგე რა,
გზა დამიბინდე, ახლით გავკვალავ, შველის მეთოდი არ გამანდე რა.

უშენობითაც გვეყო ჭიდილი, არ მოგვკლებია შავი წამები,
აგიტან ! მე კი დაგელოდები, მზის სხივებს მუხლზე მე ვეწამები !
მზეო ამოდი შენ იკაშკაშე ! და გამიხსენი მე ეს გონება,
მზეო ამოდი შენ იკაშკაშე ! მომეც ნატვრიანს მე შთაგონება !



18 თებერვალი, 2021 წელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →