შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ველისციხეში

სურათს დავხედე, ქალი ლამაზი,
წამომიარა, და გამკრა წყენამ,
მეც იქ ვიდექი, სულ არ მეგონა
გულში რომ მქონდა ესოდენ რწმენა.

შრიალებს, კივის, ალაზნის ველი,
და დასიცხულნი მივალთ ტაატად,
"ყველა გზა მიდის, ყველა გზა მიდის"
თქვა, მოღუშული მიცქერს ანაზდად.

გამოიცვალა ფერი ნაღველმა,
წასკდა მდინარე ცრემლად ნაღვარი,
დარდმა წალეკა კაცი ხნიერი,
რა ემოცია, რა ნიაღვარი.

ამღერდა ფესვი, მიწა ამღერდა,
ველისციხეში ქალი დავკრძალეთ,
და ვენახების სიო ორკაპა,
მოეფინება წმინდა საძვალეს.


11 ივნისი, 2025 წელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →