ჩანაწერი
Laravel
ოღონდ
გაფერადდება დღეები მუქი,
და გავიჭრებით ჩვენ ორნი ველად,
აბრიალდება ჩამცხრალი შუქი,
არ დამწვავს სევდა, მომარჩენ ხელად.
აღმოსავლეთის ქარი ხარ მწველი,
თმას გირხევს ქვიშით ნაპოხი სიო,
სადაც აღმდგარა იესო მკვდრეთით,
იქიდანა ხარ, არ გამებნიო.
ჩემო ეკლიანო, ოღონდ შენით მიხმე,
სულ არ მეღობება კლდე და ნაპირები,
წყალსაც წავუღივარ შენთან მოუსვლელად,
გულს არ გაგიწყალებ მაგ ცრუ დაპირებით.
ამ მთვარიან ცაზე შენი ვარდისფერი,
ვნების ტალღები თუ ტკბილად კრთება,
მინდა რომ იცოდე, ოღონდ დამიბრუნდი,
ჩემი სიყვარული მაგას მოერევა.
30 მაისი, 2024 წელი
და გავიჭრებით ჩვენ ორნი ველად,
აბრიალდება ჩამცხრალი შუქი,
არ დამწვავს სევდა, მომარჩენ ხელად.
აღმოსავლეთის ქარი ხარ მწველი,
თმას გირხევს ქვიშით ნაპოხი სიო,
სადაც აღმდგარა იესო მკვდრეთით,
იქიდანა ხარ, არ გამებნიო.
ჩემო ეკლიანო, ოღონდ შენით მიხმე,
სულ არ მეღობება კლდე და ნაპირები,
წყალსაც წავუღივარ შენთან მოუსვლელად,
გულს არ გაგიწყალებ მაგ ცრუ დაპირებით.
ამ მთვარიან ცაზე შენი ვარდისფერი,
ვნების ტალღები თუ ტკბილად კრთება,
მინდა რომ იცოდე, ოღონდ დამიბრუნდი,
ჩემი სიყვარული მაგას მოერევა.
30 მაისი, 2024 წელი
Laravel
კომენტარი
1P.s ძალიან კარგი ლექსია :3 ყოჩაღ!