შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გემო

გაუფასურდა ლარი,
პრემიერი ჰგავს ემოს,
რუსები გულაობენ,
ხინკალს აღარ აქვს გემო.

ქართველი ტყეში გარბის,
საელჩოს კარი ღია,
ლავროვის შვილის ძმაკაცს
საცოლე გაუპია.

ლექსად იქცევა ხალხი
პარლამენტთან რომ დგანან,
ცარიელ ფურცელს ართმევს,
კაცები ძაღლსა ჰგვანან.

დარბის ღარიბა ჩვენი
აქ ხომ ქვეყანას გლიჯავს,
სლოვაკეთშია კაცი,
ზის და თანდათან იჯვამს.

გაუფასურდა ლარი,
პრემიერი ჰგავს ემოს,
რუსები გულაობენ,
ხინკალს აღარ აქვს გემო.


4 ივნისი, 2023 წელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →