ჩანაწერი
Laravel
შავები თეთრსა ჰკლავენ
მთვარე ელვარე იფარებს,
მაისის ღრუბლებს საბნად,
ამოგლეჯილი ცრემლით,
ქალაქს მოაქცევს ნამად.
ტალახი ელის, ქვითინებს,
ატორტმანებას წვეთის,
კრიალა ფილებისა შურს,
უნდა გაწყრომა ღმერთის.
ქალაქს დადიან ბნელნი,
თითქოს ნათელსა ჰგავდნენ,
ქალაქს ხედავენ ლანდნი,
თითქოს სიზმრები ცხადდნენ.
ქალაქს ედება ჭუჭყი,
ბინძურს ბნელები სჭამენ,
ქალაქს უჩივის ლანდი,
შავები თეთრსა ჰკლავენ.
8 მაისი, 2023 წელი
მაისის ღრუბლებს საბნად,
ამოგლეჯილი ცრემლით,
ქალაქს მოაქცევს ნამად.
ტალახი ელის, ქვითინებს,
ატორტმანებას წვეთის,
კრიალა ფილებისა შურს,
უნდა გაწყრომა ღმერთის.
ქალაქს დადიან ბნელნი,
თითქოს ნათელსა ჰგავდნენ,
ქალაქს ხედავენ ლანდნი,
თითქოს სიზმრები ცხადდნენ.
ქალაქს ედება ჭუჭყი,
ბინძურს ბნელები სჭამენ,
ქალაქს უჩივის ლანდი,
შავები თეთრსა ჰკლავენ.
8 მაისი, 2023 წელი
Laravel
კომენტარი
0