შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მისამღერი

მარტის ქარიშხლების ჟრიამული,
ნელი გაზაფხულის თელვა,
ღრუბლის კიდეზეა სხივი მიმალული,
მზეა, უცაბედი, ნაზი ელვა.

შენი სარწევია აკვანს ჩათბილული,
და ეს იდილია როცა გქმნიდა,
ჭექით დავამსხვრიე ალი გალეული,
ძალით ვერ გავაქრე ჩვენში წმინდა.

შენი მოგონება ვნებით ცარიელი,
ჩემი ფიქრებივით ოდეს დაიღლება,
ამას გეფიცები, ამას დაგპირდები,
ჩვენი დაშორება არ იქნება.


28 მარტი, 2023 წელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →