შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

იმ ღამეს როცა

ტკბილად გეძინა იმ ღამეს როცა,
გლოცავდი, თმაზე გეჭიდებოდი,
სისხლი მიდუღდა ძარღვებში როცა,
მკრთალ სინათლეზე გეფერებოდი.

შემოვიგლიჯე გადაჭერილი,
თეთრი პერანგი ბინძურ სხეულზე,
ნაჭერში იყავ გამოწყობილი,
არ მაკავებდი გადარეულზე.

გადაგაცილე ქსოვილი როცა,
მენდე, ტანზე რომ მებჯინებოდი,
სისხლი მიდუღდა, ვხარობდი როცა,
მკრთალ სინათლეზე ზედ მადნებოდი.

შემოვიგლიჯე შემოჭერილი,
შავი ქამარი რკინის სამაგრით,
ტალღებად თმები შემოწყობილი,
მკერდს გიფარავდა, სჩანდა დალანდვით.

არ დაგაძინე იმ ღამეს როცა,
გლოცავდი, თმაზე გეჭიდებოდი,
სისხლი მიდუღდა ძარღვებში როცა,
მკრთალ სინათლეზე გეფეთებოდი.


2 ოქტომბერი, 2022 წელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →