შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

.ბოშა კაცის როშვა

ქანც გაწყვეტილი გონებაში კადრებით გაწყობ
და წარმოვიდგენ გაზაფხულზე თუ როგორ მარწყვობ.
ისე ვიქცევი და ვიტანჯვი ბედს როგორც აწყობს.
წარსულმა, ნაცვლად მომავლისა, მომპარა აწმყო.

ეს დარდებია სიყვარულის სპეტაკი პირმშო,
მე დავიბადე, რომ ეს ლექსი შენთვის მოვროშო.
შენ თუ ინებებ, ცხოვრებას მე გავყიდი გროშად
და სამოთხეშიც უკვდავ ხეხილს ვეწვევი ბოშად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →