შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ტრფობის რეინკარნაცია

ბალახს ვანდე თავი,
სამარხს ვანდობ ძვლებს,
გუშინ გავუმკლავდი
კვლავ შინაგან ძვრებს.
ტაროს ვუშლი ჩემს თავს,
არ ვიკვეცავ ფრთებს
იკაროსისავით
ვეშურები მზეს.

ჩემი ფრთები უდნობელი
ფიქრთ ნაჭედი არის,
ბგერით მოჯადოვებული
აპოლონის ქნარის.
ტრფობა უკან დავიბრუნე
წაღებული ქარის.
ერთი რამღა დამრჩენია
მოშორება შრამის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →