შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ეჭვიანობა

მე მხოლოდ მაშინ გადვურჩები ეჭვის ცეცხლ-შტორმებს,
როცა ვიღაცა ჩემზე მძლავრად, შენ, შეგიყვარებს.
მაშასადამე, განვწირულვარ ცეცხლში სამყოფად.
გადაქცეულა ეჭვი ტრფობის ედემის ობად.

და ვინძლო ოდეს მე ჩავთვალო, რომ მიღალატე,
მე რითმა გვერდში დამიდგება, არ მიღალატებს
და გავაგრძელებ მე შენს ქებას სასიხარულოდ,
მე კი მწუხრება მომედება დანამულ სუროდ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →