შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ურბანული ტანჯვა

ვითარცა მკვდარი ვგდივარ ბეტონზე, შავი ყორნები შემომხვევიან.
სიცოცხლეში თუ ვერა შევძელი, სამოთხის ბაღში გიდარაჯებ ჩემო ვივიენ.

ვითარცა მკვდარი ვგდივარ ბეტონზე თეთრ ყვავილების გარემოცვაში.
სულს რომ ვღაფავდი ჩამომაღამდა, სამოთხისაკენ მბობღავს ლოცვაში.
წარსულს ვსტიროდი და მონადირებრ დროს ვატარებდი ფიქრთა ხოცვაში.
გადავირიე, გადავიღალე აღიარების მთაზე ცოცვაში.

ვითარცა მკვდარი ვგდივარ ბეტონზე, ნაზი შუქები ზედ დამნათვიან.
ვიცი და უკვე აღარც კი ვიბრძვი, ვერ მოვიშუშებ შენგან ნატყვიარს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →