შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

....ნაბიჯით იარ!

ნაბიჯით იარ!
წინ არის მტერი,
ჩვენი ღირსების შემარცხვენელი!
ნაბიჯით იარ!
დასტენეთ ტყვია,
რადგან არ გასჭრა მშვიდობის სიტყვამ!

ნაბიჯით იარ!
დავიცვათ ენა,
რომლითაც ნანას გვიმღერდა დედა!
ნაბიჯით იარ!
შევმუსროთ მტერი,
რადგან არ შეგვრჩა სხვა არაფერი,
სამშობლოს მეტი!

...ჯარში დაწერილი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →