შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

....გამოღვიძება

***
ზამთრის ძილიდან გამოღვიძება დამაგვიანდა,
უკვე ზაფხულის წვამაც თავის პიკს მიაღწია.
კვლავ მზესთან ერთად მთვარეც იყოფს ცაზე სარეცელს
და ძირს დაყრილი თუთა მისვრის კვლავაც ფეხსაცმელს.
***
მიუხედავად ყველაფრისა გამოღვიძება,
აღარ ყოფილა არც ისეთი სასიამოვნო
და ამიტომაც წვიმის სურნელს მოაქვს სურვილი,
რომ ხვალ დილითვე სისველესთან ერთად ავორთქლდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →