შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

....უჟამო სევდა

ჩემი სული სხეულს კაწრავს შიგნიდან,
ნაკაწრებში სევდა დაძრწის უჟამო.
ცალი ფეხით მივეწებე ფილაქანს,
შუა ღამით წვიმა მაცმევს პიჟამოს.

გაყინული დღეც გაივლის გნიასით,
ჩაბნელდება ჩემი ფანჯრის შუშებიც.
გასვენების დღისთვის ნაყიდ ვარდივით
სევდის ძალით ნელა დავიფურცლები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →