შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

....როგორც არაკი ამჟღავნებდა შიშველ სხეულებს.

მე კმაყოფილი შევიქმნები, თუ შემომხედავ
და დაწყევლილი ტუჩებიდან სიტყვა წაგსკდება.
იასამანის ყვავილივით ძირიდან ამკრეფ
და სიყვარულის აკვანშიაც სითბოს დაარწევ.

ქალაქში ერთად გავექცევით ვარდისფერ ყინვას,
გაყინულები ერთმანეთის კვამლით გავთბებით
და უფრო დიდხანს გამიჩერებ სახესთან სახეს,
რომ ტუჩზე ტუჩით დაგაწერო ეს შავი ლექსი.

შენს ტუჩებს ნახავს უკანასკნელს ჩემი თვალები,
რადგანაც მზად ხარ და აპრილშიც არ შეიცვლები.
თან საბოლოოდ გაამჟღევნებ თავს ალერსიანს,
როგორც არაკი ამჟღავნებდა შიშველ სხეულებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →