შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

.ზიარება ერთმანეთით...

სისხლი მომდის ცხვირიდან,
ჩამოგისხავ ჭიქაში.
შენ დალიე, ტუჩიდან
წვეთებს მე მოგაშორებ.

ეზიარე ჩემს სისხლს და
ხორცად ჩემს ფილტვს გიკურთხებ...
საკმეველად სიგარეტს.
გავუკიდებ, მოგართმევ,

სანთლად ლამპას ავანთებ
და ოთახს გავანათებ,
ენთოს თუნდ მთელი ღამე,
თვალებს თუკი არ გვატკენს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →