ჩანაწერი
Laravel
..რამოდენიმე არატრადიციული ჰაიკუ და ტანკა
***
შემოდგომაა,
მე კი დღეს მივხვდი,
რომ ის აპრილში გარდაიცვალა.
***
თურმე მთელ ქალაქს გაუთიშეს
ელექტროობა,
შენი ფანჯრიდან
მაინც ჩანდა მკვეთრი სინათლე.
***
მთვარეც კიაფობს,
ისე დაბნელდა
და კლდის ია ფლობს,
ბარსაც.
***
ხვალ შაბათია,
თან რა საშინელი,
უნდა ლოდინში ამომხდეს სული.
***
მე ვარ ყვავილი ხრეშში
და ყოველ ქარის დაქროლვაზე
მიწევს გავუძლო ქვების სიმძიმეს.
***
დიდი ხანია გაუჩერდა საათს ისარი,
მე მაინც ვუცვლი ელემენტებს,
იქნებ გაცოცხლდეს.
***
თოვლი
სხივმა კი არა
წვიმის წვეთმა
დაადნო.
შემოდგომაა,
მე კი დღეს მივხვდი,
რომ ის აპრილში გარდაიცვალა.
***
თურმე მთელ ქალაქს გაუთიშეს
ელექტროობა,
შენი ფანჯრიდან
მაინც ჩანდა მკვეთრი სინათლე.
***
მთვარეც კიაფობს,
ისე დაბნელდა
და კლდის ია ფლობს,
ბარსაც.
***
ხვალ შაბათია,
თან რა საშინელი,
უნდა ლოდინში ამომხდეს სული.
***
მე ვარ ყვავილი ხრეშში
და ყოველ ქარის დაქროლვაზე
მიწევს გავუძლო ქვების სიმძიმეს.
***
დიდი ხანია გაუჩერდა საათს ისარი,
მე მაინც ვუცვლი ელემენტებს,
იქნებ გაცოცხლდეს.
***
თოვლი
სხივმა კი არა
წვიმის წვეთმა
დაადნო.
Laravel
კომენტარი
2