შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მანუგეშებელი

ახლა უფრო მეტად მინდა, რომ იმ მიწას შევეხო,
სადაც დაიარებოდი და ჩემთვის კვალს ტოვებდი.
ჩემი დაჭრა შენც იცი, რომ ერთი სიტყვით შეგეძლო,
არ მეგონა, სხვებისავით შენც თუ მიმატოვებდი.

დაბრუნებას თუ გადაწყვეტ, გულის კარი ღიაა,
შენი წასვლით დარჩენილი ჯერაც არ შემივსია.
ჩემი მანუგეშებელი მხოლოდ პოეზიაა,
რომლისა ტკბილი შარბათი სრულად არ შემისვია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →